Feeds:
ჩანაწერები
კომენტარები

პირველად ის ჩემს სახლთან, თაიგულით ხელში, 8 მარტს ვნახე. საღამო ხანი იყო, უკვე ბნელოდა. წვიმდა. ჩვენ პირველად ჩავხედეთ ერთმანეთს თვალებში. ასე დაიწყო ჩვენი ურთიერთობა. მან ყველაფერი გააკეთა იმისათვის, რომ მე შემყვარებოდა. მართლაც, ჩვენ ერთმანეთი შეგვიყვარდა… ეს სიყვარული ძალიან წრფელი და ლამაზი იყო. ორივე ძალიან ბედნიერები ვიყავით, გვიხაროდა ერთად ყოფნა. სად აღარ დავდიოდით… ძალიან ვუყვარდი… ის მე მაღმერთებდა… ხელის გულზე მატარებდა… მართლა ასე იყო… 🙂 ვეუბნებოდი ხოლმე კიდეც შენ უფრო მეტად გიყვარვარ მეთქი. მაგრამ ერთ დღეს ყველაფერი შეიცვალა… არ ვიცი ეს დღე რომელი დღეა, ანდა რაღა მნიშვნელობა აქვს. მე სიცივე ვიგრძენი მისგან… ასე გაგრძელდა ორი თვე… მე ვიტანდი მას სრულიად შეცვლილს, სრულიად სხვანაირს… მე ვხვდებოდი ყველაფერს და გული ძალიან მტკიოდა. შემდეგ ჩვენ ვიჩხუბეთ… ოთხი დღე არ შემხმიანებია, მერე დამირეკა და მითხრა გამოდი დავილაპარაკოთო. მე შევხვდი მას… ეს ჩვენი უკანასკნელი შეხვედრა იყო… ისევ ჩემს სახლთან ახლოს, ისევ შებნელებისას და ისევ წვიმდა… განმეორდა დრო, ვითარება და ადგილი… განსხვავება მხოლოდ ერთი იყო. მაშინ ყველაფერი დაიწყო, ახლა კი დამთავრდა. მე ვუთხარი მას აღარ გიყვარვარ, სხვა შეგიყვარდა მეთქი? მან ეს უარყო, მაგრამ თვალებში ყველაფერი ეწერა. მის თვალებში სიმართლეს ვკითხულობდი… მე ამეტირა… მან მიმიხუტა და თავზე კოცნა დამიწყო… მე ვუთხარი წავედი მეთქი… მართლაც წამოვედი… ის საღამო ნამდვილი კოშმარი იყო ჩემთვის…
ასე გადის დღეები… მე მის გარეშე ვარ… ყველაფერი ისე გაუფერულდა… და მაინც, ისევ ვერ ვიჯერებ… რეალობას ისევ ვერ ვეგუები…

rain, love

არაფერს დავწერ, უბრალოდ მინდა ყველამ ჩემთან ერთად გაიხსენოთ გომელაური…

განსაკუთრებით მიყვარს ლექსი იუდაზე

ნუ ამ ლექსს უკომენტაროდ დავტოვ, მემგონი ყველაფერი ზედმეტია 🙂

და ბოლოს…

Justin Bieber-ის ურიცხვი ფანები

ალბათ არავისთვის არ იქნება ახალი ის, რომ თუ როგორი პოპულარული გახდა ჯასტინ ბიბერი. არასოდეს ვფიქრობდი მასზე რაიმეს დაწერას აქ, არც კი გამივლია გულში, მაგრამ რაც ეს ვიდეობი ვნახე, რამაც გამაგიჟა გადავწყვიტე თქვენთვისაც მეჩვენებინა (თუ უკვე არ იცით).

ბიბერი დაიბადა ონტარიოს პროვინციის ქალაქ სტრედფორდში, 1994 წლის 1 მარტს. სიმღერით იგი დაკავდა რამდენიმე წლის წინ. 2 წლის ასაკიდან ავლენდა ინტერესს მუსიკალური ინსტრუმენტებისადმი, განსაკუთრებით – დასარტყამებისადმი. ბავშვობაში მან მუსიკაზე სიარულიც დაიწყო.
მუსიკის გარდა ჯასტინი დაინტერესებულია კალათბურთით, ფეხბურთით და გოლფით, კატაობს სკეიტბორდზე.
წარმატება მის ცხოვრებაში გამოჩნდა, როდესაც მან 2007 წელს Youtube-ზე სხვადასხვა ცნობილი სიმღერის ქავერ-ვერსიის გამოქვეყნება დაიწყო. ჯერ კიდევ 2007 წელს მას გაუჩნდა ბევრი თაყვანისმცემელი, რომელიც დარწმუნებული იყო ბიბერის დიდ მომავალში. სკუტერ ბრაუნმა, რომელმაც აღმოაჩინა ბიჭუნა, ჯასტინი მომღერალ აშერს შეახვედრა. აშერი დაინტერესდა მისი ნიჭით. ამ დროისათვის ჯასტინი უკვე ჯასტინ ტიმბერლეიკთან კონტრაქტით იყო დაკავებული, მაგრამ უარი თქვა მასზე და აშერთან თანამშრომლობაზე დათანხმდა. 2008 წლის ოქტომბერში მან ხელი მოაწერა თავის პირველ კონტრაქტს.
2009 წელს გამოიცა მისი პირველი სინგლი “One Time”, რომელიც ჰიტად იქცა. გამოცემიდან 1 კვირის თავზე იგი მოხვდა კანადური ცხელი ასეულის #1 პოზიციაზე. 2009 წლის 17 ნოემბერს გამოვიდა მისი მინი-ალბომი “My World”. 2010 წლის 23 მარტს გამოიცა მეორე სტუდიური დისკი “My World 2.0”.

ის, რომ კარიერა youtube-ით დაიწყო გასაგები და მისასალმებელია ჩემი აზრით, მაგრამ ყოვლად გაუგებარია ის ფაქტი, რომ მასზე ოცნებობენ და მის გამო ტირიან 22, 23, 24 წლის და უფრო დიდი ასაკის ქალები(და არა მარტო). სრულიად შემთხვევით წავაწყდი ვიდეოს სადაც ზანგი ქალი(ალბათ იქნება ასე 30 წლის)ტირის ჯასტინის გამო.
ის ხომ მხოლოდ 15 წლის ბავშვია, არ მესმის რანაირად ტირიან და თავს აკლავენ ზრდასრული ქალები. ახლა უარესს გაჩვენებთ. 22 წლის ბიჭი, რომელიც ცრემლებს ღვრის მის გამო.
შემებრალა, სერიოზულად შემებრალა 😦 არ ვიცი იქნებ მე არ ვფიქრობ სწორად და ეს ყველაფერი მისაღებია. მაგრამ შესაძლებელია პატარა თინეიჯერ ბიჭებში და გოგონებში და არა ამხელა ხალხში. აგერ კიდევ ერთი ვიდეო ზრდასრული მამაკაცი ტირის იმის გამო, რომ უყვარს ჯასტინ ბიბერი კიდევ უამრავი ვიდეო ვნახე, მაგრამ ყველას ხომ ვერ დავდებ. გაოცებული ვარ, არ მეგონა ამდენი და ამ ასაკის თაყვანისმცემლებიც თუ ყავდა. მე ნამდვიალდ არ შევდივარ მისი ურიცხვი ფანების შემადგენლობაში, ალბათ ამიტომ ვფიქრობ ასე.

ეს შემდეგი ვიდეო კი უბრალოდ განწყობისთვის. სხვა თაყვანისმცემლებისგან განსხვავებით 3 წლის გოგონას, რომელმაც გულამოსკვნილი იტირა ჯასტინის სიყვარულის გამო ოცნება აუსრულდა და შეხვდა ბიბერს. ამას უყურეთ არ გამოტოვოთ, გამხიარულდებით

თითქმის ერთი თვე მობრუნდა მე კი სიტყვაც არ დამიწერია.
რომ იცოდეთ როგორ ხინჯად მხვდება ხოლმე გულში როცა ბლოგი მახსენდება. ასე მგონია ეს ყველაფერი რომ მივატოვე რაღაცას ვაშავებ, რაღაც ვალდებულებასავით მაკისრია.
საქმე ისაა, რომ ვერ ვიცლიდი აქ დასაწერად. სიმართლე გითხრათ ყველაფერი ისე კარგად აეწყოო აღარ მინდოდა წარსული გამეხსენა, წარსულში კი ბლოგიც შედის ერთგავარად.
ახლა შევეცდები მოკლედ მოვყვე რა ხდება ჩემსკენ. პირველ რიგში სწავლა დამეწყო რათქმაუნდა, მეორე კურსზე გადავედი. წელს შუადღის სმენა ვარ და სწავლა 2–ზე მეწყება ხოლმე. ამ ერთ თვეში ბევრი ვინმე გავიცანი, მართლა ბევრი და მიხარია, ხალხის გაცნობა ყოველთვის მიყვარდა. იყო ქეიფები, დაბადებისდღეები, ბედნიერი დღეები, რაც ძალიან მახარებს და რაც ყველაზე მთავრია ჩემთვის თავს ვგრძნობდი გადასარევად, პრინციპში აქედანაა წამოსული ყევლა ის კარგი, რაც კი მოხდა ამ პერიოდის განმავლობაში. მაგრამ ეს ორი დღეა თითქოს ისევ წარსული დაბრუნდა, ისევ უკმაყოფილებას ვამჩნევ ჩემს თავს. ისევ დავითრგუნე.. ერთხელ და სამუდამოდ როდის დასრულდება ეს დეპრესია, რომელიც დრო და დრო მახსენებს ხოლმე თავს? აი მაშინ ვიქნები უბედნიერესი, როცა ერთხელ და სამუდამოდ ჩაბარდება წარსულს ეს ყველაფერი. იმედს არ ვკარგავ, ალბათ მთავარიც ეს არის 🙂 სხვა მხრივ შეილება ის ვთქვა, რომ მოზღვავებულ სურვილს ვგრძნობ რომ კიდევ უფრო დავხვეწო და როგორც იტყვიან improve my English. ალბათ დრო და დრო ისევ შეგახსენებთ ხოლმე თავს. რომ შემოვედი და კომენტარები დამხვდა რაღაცნაირად ისე გამიხარდა, 😀 ისედაც ვაპირებდი პოსტის დაწერას და კომენტარები რომ დამხვდა უფრო მომინდა. პოსტის სათაურები ჩემი სტიქიაა, ახლაც არ ვიცი როგორ დავასათაურო.

Twitter-ს ვერ გავუგე და ”გოიმი” ვარ?

ყველამ იცით უკვე თუ რაოდენ პოპულარული გახდა ეს Twitter მეც დამაინტერესა, ვიფიქრე დავრეგისტრირდებითქო, შევიჭყიტე, თუმცა ვერაფერი გავიგე. ხოდა ეგრევე ერთი კითხვა გამიჩნდა თავში. გოიმი ვარ? ყველამ ვორდპრესიდან მანდ გადაინაცვლა და განა რა არის ეგეთი? ამას წინათ ერთმა ნაცნობმა იმენა ტვიტერზე მაგარი შეყვარებული ვარო. ამიხსენით ეგებ მეც გავხდე ტვიტერზე შეყვარებულიიი?

წავიუხერხულოთ–ტეგ თამაში

შევნიშნე მოიაშმა დამთაგა ტეგ(თუ თეგ?) თამაშში–წავიუხერხულოთ. როგორც იქნა მოვაბი თავი. პირველ რიგში მინდა აღვნიშნო, მე რომ ის უხერხული სიტუაციები ჩამოვთვალო რაშიც ჩავარდნილვარ, ალბათ ვერ მოვრჩები რამოდენიმე საათი. ამის მიზეზი მარტივია. ვარ საშინლად დაბნეული ადამიანი, უფრო სწორად გავხდი. ხან რა უხერხულობაში ჩავარდები და ხანაც რაში. რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს მიჭირს კონკრეტულად ამ სიტუაციების გახსენება, რატომღაც ახლა ისეთი არაფერი მახსენდება მხოლოდ რამოდენიმე.
მაგალითად შემიძლია გავიხსენო ერთი სიტუაცია. რამოდენიმე ახლობელი არის ჩვენთან, მე ახალი დაბრუნებული ვარ სახლში და მაგიდა გამზადებული დამხვდა, უნდა გვესადილა. ერთ–ერთი საჭმელი სუფრაზე იყო შემწვარი კარტოფილი(მმმ…) დავაპირე გადმოღება. არ ვიცი რა დამემართა, ვიყავი საშინლად გამოთიშული და ვერც კი მივხვდი როგორ გადმოვიღე კარტოფილი თეფშის მაგივრად ჭიქაში. ბოლოს აზზე რომ მოვედი ჭიქა უკვე სავსე იყო კარტოფილით, ახლობლები გაშტერებულები მიყურებდნენ, თან იცინოდნენ და დედა კი ირონიული მზერით კიდევ ერთხელ ცდილობდა ნიშის მოგებას. 😀

ამ ზაფხულს დამემართა კიდევ სოფელში ერთი რამ. დილით რომ ავდექი რათქმაუნდა პირის დასაბანად გავედი ეზოში. ალბათ იცით რაღაც უნივალმიკი(მემგონი ასე ქვია) სოფლებში რომაა ხოლმე, საიდანაც შეგიძლია პირის დაბანა. ხოდა ამ უნივალმიკს რარაც ქონდა გაფუჭებულივით. კერძოდ, გრძელი მრგვალი რკინა, რომელსაც ხელს არტყავ, შედეგად ის ზემოთ ადის და წყალი ჩამოდის. ხოდა ეს რკინა იჭედებოდა უნივალმიკში. მე გაქანებული ვურტყავ ქვემოდან ამ რკინას რომ ზემოთ ავიდეს და შედაგად წყალი წამოვიდეს. ეზოში ამ დროს იმყოფება ორი მუშა(თუ მეზობლები) რომლებიც აპობდნენ შეშას, მასპინძელი ბებია–ბაბუა და ნატო(ჩემი ბიძაშვილი ვის სოფელშიც ვიყავი) როგორც ვთქვი ვურტყავ გაქანებული ქვემოდან ხელს ამ რკინას. ნატო სკამზე ზის და მიყვირის გაანძრიე რომ არარ გაიჭედოს ეს რკინაო. მე მთელი უნივალმიკი გავანძრიე ტანაც ისე, რომ კინაღამ ჩამოვაგდე. ჯერ ამაზე დამცინა ეგ კი არა თვითონ ის რკინა გაანძრიეო. მე დიდი სიამაყით ვუპასუხე ”ნატო მაგას ხო ისედაც ვანძრევ ხოლმე თქო” ეს ვთქვი და ამ ორმა მეზობლის კაცმა რომ შეხედეს ერტმანეთს და აუტყდათ სიცილი ძლივს გაჩერდნენ. მერე მე შევხედე ნატოს და ჩვენც ”ავკისკისდით” მაგრამ უხერხულ მდგომარეობაში კი ჩვავვარდი ამ შემთხვევვით გამოსული ”უზრდელობის” გამო. 😀

კიდევ ბევრი სიტუაციის გახსენება მინდა, მაგრამ ვერ ვიხსენებ არადა ასეთი მდგომარეობები ძალზე ხშირია ჩემთან. მაგალითად რამდენჯერ ყოფილა შემთხვევა მაღაზიაში ნაყიდი საქონელი ისევ მანდ დამრჩენია და სახლში ხელცარიელი ანდა რაიმე პროდუქტ დაკლებული მოვსულვარ. ყოფილა შემთხვევბი სამარშუტო ტაქსი შემშლია და ნაცვლად იმისა რომ წავსულიყავი ბიძაშვილთან თავი მამიდაშვილთან ამომიყვია. ისეც ყოფილა, რომ სამარშუტო ტაქსი არ შემშლია, მაგრამ გათიშულს გაჩერება დამვიწყებია. ვინ მოსთვლის. ხშირად დედას რომ უთქვამს წადი დენი ჩააქერი რათ დატოვეო, შევსულვარ ოთახში, მიბოდიალია და ისე გამოვსულვარ, რომ არ ჩამიქვრია. კიდევ უამრავი რამ, უბრალოდ მეზარება წერა და რატომღაც კონკრეტულადაც ისეი აარფერი მახსენდება.

ვთაგავ – ვაზოვსკის

პოსტის წერაც კი დამავიწყდა… არც კი ვიცი როგორ დავიწყო… დღეს იყო ჩემი დაქალის(კურსელის–ჯგუფელის) დაბადებისდღე. რათქმაუნდა ვაპირებდით გოგოები მისვლას. მანამდე კი როგორც ყოველთვის როგორც კი 12 საათს გადაცდებოდა სმს უნდა მიმეწერა რათა მიმელოცა. მაგრამ ადამიანის დაბნეულობას კი რა ვუთხარი მე,  მთელი საღამო საათს ვუყურებდი როგორც კი 12 გახდება სმს მივწეროთქო  და ზუსტად 12 საათზე გადამავიწყდა მილოცვა.  უფრო სწორად რაღაც ფილმს ვუყურებდი და იმდენად შემითრია რომ გადამავიწყა ყველაფერი.. ფაქტიურად ეს ჩემი ბრალი არ ყოფილა 😛 ისე გამოვრტე კომპიუტერი, ისე დავწექი და დავიძინე, რომ კვლავ არაფერი მახსოვდა.  დრეს კი როდესაც დედამ დილით 12 საათისთვის გამაღვიძა მაშინ გამახსენდა. რათქმაუნდა მივწერე…

მერე ფაქტიურად დრო ძალიან მალე გავიდა, ჯერ ვჭამე, შემდეგ კომპიუტერს მივუჯექი. ამასობაში მამამ დამირეკა რაღაც საჭირო ნივთი დარჩენია და სამსახურში მომიტანე, ამ 10 წუთში აუცილებლადო. იმ 10 წუთში ვერც ჩაცმას და მოწესრიგებას მოვასწრებდი და მითუმეტეს ვერც გაჩერებასთან მისვლას, მერე სანამ სამარშუტო ტაქსი მოვიდოდა, ამიტომ ტაქსი გამოვიძახე და სახლის ფორმითვე წავედი. ფაქტიურად დროში ჩავეტიე ზუსტად 2 საათძე წარვსდექი მააჩემის წინაშე. 5–ზე გოგოები საჩუქარზე ვაპირებდით წასვლას და იქედან პირდაპირ ნინოსთან. მე ძალიან არ მიყვარს საჩუქრების ასარჩევად სიარული ამიტომ როგორც ყოველტვის ამ საქმიდანაც გამოვძვერი და გოგებს ვთხოვე თქვენ აურჩიეთ რაიმე კარგი სუვენირი მე ნუღა წამიყვანთ მხოლოდ სახლში გამომიარეთ მეთქი. 6 საათზე უკვე გამზადებული დავხვდი ჩემ ორ ჯგუფელ გოგოს და ორ ბიჭს(ერთი სასტავი ვართ რა) 7–ის წუთებზე უკვე გამომიარეს მანქანით და ავედით ნინუცასთან.  მშვენიერი დრო გავატარეთ, სხვათაშორის საკმარისად დავლიე მაგრამ არ მომკიდებია სასმელი, სამაგიეროდ მასპინძელი საკაიფოდ მივათვერით. ვისაუბრეთ, ვიგიჟეთ და ცოტა ხნის წინ სახლშიც დავბრუნდი. სახლში უარესი სიტუაცია იყო, მამაჩემის ძმაკაცები ქეიფობდნენ ახლა დაიშალნენ სულ ცოტა ხნის წინ. 🙂  წავედი ეხლა მწვადს შევექცე, მომშივდა კიდეც 🙂

ცოცხალი ვარ :D

მოგესალმებით სრულიად ბლოგოსფეროს. ჩემ ერთგულ სტუმრებს, რომელებიც კომენტარებს მიტოვდნენ და კითხულობდნენ ჩემს პოსტებს. მე კვლავ დავბრუნდი. ამდენი ხნის ტაიმ–აუტის შემდეგ კვლავ ვწერ პოსტს. რამოდენიმე სიტყვით მოგიყვებით ჩემს გატარებულ ზაფხულს. მანამდე კი დიდ იმედს ვიტოვებ, რომ ჩემი ძველი მეგობრები კვლავ მესტუმრებიან და წაიკითხავენ პოსტებს.

აუ რამდენი ხანია არაფერი დამიწერია აქ. ისეთი გრძნობა მაქვს თითქოს ეხლა ვქმნიდე ბლოგს და ეხლა ვაქვეყნებდე ჩემს პირველ პოსტს. ხოდა ესეიგი რა, როგორ გავატარე ზაფხული.

სიმართლე გითხრათ სულ ორი კვირა ვიყავი ქალაქიდან გასული ისიც ერთი კვირა ბორჯომში და ერთიც სოფელში ბიძაშვილთან. ძალიან სასიამოვნოდ დავისვენე და გავატარე დრო. ვიყავი ჩემ საყავრელ ხალხთან ერთად. მთელი ის სტრესი, რომელიც  რაღაც პრობლემებით იყო გამოწვეული აშკარად, შესამჩნევად გაქრა და ვიყავი ის ძველი მე, რომელიც ერთ დროს არსებობდა. უამრავი სურათი გადავიღე და უამრავი კარგი რამ მექნება გასახსენებელი.  ჯერ 15 აგვისტოს  ბორჯომიდან ჩამოვედი მერე რამოდენიმე დღის შემდეგ სოფელში. შემდეგ ჩამოვედი და მალევე ჩემი დაბადებისდღე იყო. ჩემმა იუბიმელაც გადასარევად ჩაიარა. ეს დღეები კი გადავწყვიტე  მოვწყვეტოდი ცოტახანი ყველაფერს და ჩემი ბლოგისთვისაც მიმეხედა. და აი დადგა სანატრელი წამი. 🙂 ამიერეიდან ვეცდები კვალვ დავუბრენდე ჩემს ასე ვთქვათ ძველ საქმიანობას.  

You are welcome

ესეიგი დავიწყებ იქედან, რომ ამ რამოდენიმე ხნიანი ტაიმ–აუტის შემდეგ კვლავ აქ ვარ და  კვლავ ვაგრძელებ პოსტვას. დღეს ვიყავი ძალიან ცუდ განწყობაზე და აღმოვაჩინე ერთი გარემოება, რომელიც ცვლის ცუდ განწყობას  საპირისპიროდ.

რა უნდა გააკეთო როდესაც ხარ ცუდ განწყობაზე?

1.გახვიდე გარეთ, მეგობრების წრეში

2.გახვიდე გარეთ ოღონდ ისეირნო მარტომ

3. წახვიდე ბარში და ცოტა დალიო

4. უამბო მეგობარს შენი პრობლემა, იმ მიზნით, რომ ცოტა მოგეშვება

5. წახვიდე კლუბში და იცოკვო იქამდე სადამდეც შეძლებ

6. მოუსმინო რაიმე კარგ მუსიკას

7.და კიდევ ბევრი სხვა, ახლა არაფერი მახსენდება ამის გარდა.

რომელიმეს ამოირჩევდით აქედან?

არა!!! არა და არა!!!!

ხარ ცუდ განწყობაზე?

უბრალოდ მოუსმინე დერვიშებს და მათი საყვარელი, სასაცილო, მომღიმარი სახით შეძლებ მდგომარეობიდან გამოსვლას. მათი სიმღერები ისეთი ხალისიანია, ისეთი ორიგინალური, უბრალოდ შეუძლებელია არ მოგიყვანოს ხასიეთზე  😀 დერვიშები–მოდი კარგ განწყობაზე.

დერვიშები–სულიკო #4

Free Hugs in Tbilisi

მართალია დღეს არაა საერთაშორისო ჩახუტების დღე, მაგრამ მაინც მინდა ეს პოსტი გამოვაქვეყნო…

Free hugs – ანუ უფასო ჩახუტების დღე, რომელიც ყოველი წლის 21 იანვარს აღინიშნება. ძალიან ბევრ ქვეყანაში ამ დღეს გამოდის მოსახლეობის გარკვეული ნაწილი და სურვილისამებს ეხუტება ხალხს, სრულიად მოულოდნელად… ბოლო რამოდენიმე წელია ეს ტრადიცია ჩვენს ქვეყანაშიც შემოვიდა. მინდა გითხრათ რომ მე რამოდენიმე სხვა ქვეყნის ჩახუტების დღის ვიდეოსაც ვუყურე, მაგრამ თითქოს ქართველებში რაღაც განსაკუთრებული სითბო და სიყვარული ჩანს, არ ვიცი, შეიძლება ეს მე მეჩვენება რადგან ქართველი ვარ და რადგან მიყვარს ჩემი ქვეყანა. ნათქვამია დედას თავისი მახინჯი შვილიც უყვარსო და შეიძლება ამის გამო, მაგრამ ნამდვიალდ ვხედავ იმ რაღაც განსაკუთრებულ ჩახუტებას, რომელშიც შერეულია სითბო, სიყვარული, ქართული მოკრძალებულობა–სიმორცხვე…  ეხლა უბრალოდ ვუყურებდი youtube-ზე ამ ვიდეოს და მომინდა გამომექვეყნებინა, ალბათ ბევრს აქვს ნანახი და არ იქნება უცხო, თუმცა მაინც…

პ.ს. 01:12 და 01:41 წთ–ზე რა საყვარელი ჩახუტებებიააა :*:*:*:*