Feeds:
ჩანაწერები
კომენტარები

Posts Tagged ‘სუფტა ჰაერი’

ზაფხულის დადგომასთან ერთად, ყველა მოუთმენლად ელის  სანატრელ არდადეგებს. მას მოყვება  ხალხის გაფანტვა სოფლებსა  თუ კურორტებზე. ქალაქი თითქმის ცარიელდება და მხოლოდ ისეთს თუ იპოვით, რომელსაც გარკვეული მიზეზების გამო მაინც უწევს სამსახურში ყოფნა. სამწუხაროდ მე არც სამსახურში ვარ დაკავებული და არც არსად, თუმცა იმ მცირე გამონაკლისებს მივეკუთვნები, რომლებიც  მაინც სახლში ზიან და ჯერ ვერსად მოახერხეს ფეხის გადგმა. ჯერ დავიწყებ იქედან, რომ სულ მინდოდა მქონოდა დასასვენებელი დაჩა, სადმე ლამაზ და ჰაერიან, დიახ, დიახ ჰაერიან ადგილას, სადაც არდადეგების დაწყებისთანავე ჩავიდოდი და სადაც დავისვენებდი არა მხოლოდ მორალურად, არამედ სულიერადაც. მორყეულ სარწეველა სავარძელში მოვკალათდებოდი და იმას გავაკეთებდი, რაც მინდოდა. მაგრამ სამწუხაროდ არასოდეს მქონია სოფელი, სადაც ყოველთვის შევძლებ წასვლას.  გული მწყდება… ზოგს იმდენი სოფელი აქვს აღარ იცის საით წავიდეს, მე კიდევ ერთი არ მომცა ღმერთმა. სიმართლეს გეტყვით და რომც მქონდეს დიდხანს ვერ გავძლებდი იქ, მაგრამ ცოტა ხნით კი დიდი სიამოვნებით დავისვნებედი ჩემს კუთვნილ სოფელში. ვერც იმას დავიწუწუნებ წასასვლელი არ მაქვსთქო, რადგან ბევრ სოფელში მეპატიჟებიან, მაგრამ მე ჩემი საკუთარი მინდა. ოღონდ ისეთი ძალიან ლამაზ ადგილას რომ მდებარეობს, ძალიან სუფთა ჰაერი რომაა და ძალაინ სუფთა, კამკამა მდინარე რომ მედინება. 

მაგრამ რას ვიზამთ, რაც არ მაქვს იმაზე წუწუნი ალბათ არც ღირს. კარგი იქნებოდა ალბათ მართლაც ჯერ ჩემს ლამაზ სოფელში წავიდოდი, იქ ვიქნებოდი იქამდე, სადამდეც გავძლებდი, შემდეგ ჩამოვიდოდი და სხვაგან შევეცდებოდი წასვლას.  ვგიჟდები ზღვაზე და ვერასოდეს ვიტყვი უარს. ვერც მაშინ ვიუარებდი ჩემი ლამაზი და სანატრელი სოფელი რომ მქონოდა, იქედან ჩამოვიდოდი თუ არა ეგრევე გავექანებოდი ზღვის კურორტებზე. მიყვას ტალღების ყურება, ძლიერ, ძლიერ მიყვარს, სანაპიროზე ჩემს ხალხთან ერთად სხდომა საღამოს და საუბარი ყველაფერზე.  შიშველი ფეხით სირბილი ცხელ და მწველ ქვებზე,

იმედი მაქვს წელს არაფერი შემიშლის ხელს იმაში რომ მანდ დავისვნეო. თუმცა სოფელში მაინც წავალ, ჩემი ჟაკუ (ეს ჩემი ყევალფერია) წამიყვანს თავის სოფელში…

Read Full Post »